Accessibility links

logo-print

თავს დაესხნენ პაკისტანის ოპოზიციის ლიდერს


პაკისტანის ოპოზიციის ლიდერს, იმრან ხანს თავს დაესხნენ მაგრამ ის უვნებელი გადარჩა. ხანი, რომელიც კრიკეტის ყოფილი მოთამაშეა, ამჟამად პოლიტიკურ ოპოზიციას მეთაურობს, ისლამაბადში ანტი სამთავრობო მსვლელობას მიუძღოდა წინ, როცა მის მანქანას ესროლეს. ხანის წარმომადგენელზე დაყრდნობით როიტერსი იტყობინება, რომ ხანის კოლონას ქვები დაუშინეს. ვიდეო ჩანაწერზე ჩანს, როგორ ხევენ თავდამსხმელები ხანის პარტიის პლაკატებს და მათი შეტაკება ოპოზიციის მომხრეებთან. ხანთან ერთად საპროტესტო მსვლელობებს ლიდერობს სასულიერო პირი ტაჰირ ულ-ყადრი. დემონსტრაციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის გადადგომას მოითხოვენ. ისინი გმობენ კორუპციას მთავრობაში და ხელისუფლებას 2013 წლის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ისლამაბადში უშიშროების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, ქალაქში მობილიზებულია ათასობით დამატებითი სამხედრო.

XS
SM
MD
LG