Accessibility links

logo-print

წიწამურში დაიწყო ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაო


15 აგვისტოს სოფელ წიწამურში დაიწყო ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვარცხლბეკს, ხელახლა გაკეთდება კიბე. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 545 ათას ლარს აღწევს. ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა. სამუშაო ოთხ თვეში დასრულდება. ბოლო წლებში ჩატარდა არაერთი აქცია ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG