Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ერაყელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდების თემას განიხილავენ


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვდრა დაიწყეს, რათა ერაყელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილონ. ერაყის ჩრდილოეთში, ქურთულ პეშმარგას ჯარებს ბრძოლა უწევთ ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული ექსტრემისტული გაერთიანების მეომრებთან. ევროკავშირის მინისტრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის მზადყოფნას უკავშირდება, მიაწოდონ ქურთ მეომრებს იარაღი, ტექნიკა და აღჭურვილობა. შეხვედრა ეწყობა პერიოდში, როცა გავრცელდა ცნობა ისლამისტების მიერ იეზიდთა და ქრისტიანთა, ასევე შიიტი და თურქომანული უმცირესობის წინააღდეგ სასტიკი ძალადობის შესახებ. ევროკომისია ერაყისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 22 მილიონი დოლარის გაღებას აპირებს. მინისტრების მოლაპარაკების თემა უკრაინა, ღაზის სექტორ და ებოლას ეპიდემია.

XS
SM
MD
LG