Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პრეზიდენტი სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდა


ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა სოჭში, 15 აგვისტოს. საუბრის თემა უკრაინის კრიზისი იყო. ორივე პრეზიდენტმა განაცხადეს შეხვედრის შემდეგ, რომ გაკეთებნ ყველაფერს, რა შეუძლიათ, რათა კონფლიქტი უკრაინაში დასრულდეს. ნიინისტომ შეხვედრამდე უთხრა რეპორტიორებს, არ ვაპირებ თავი დიდ სამშვიდობო შუამავლად შევთავაზო, რაც გვჭირდება, ეს არის ღია საკომუნიკაციო არხები. ეს არის მცირე წინსვლაო. ფინეთს მძლავრი დარტყმა მიაყენა რუსეთის სავაჭრო სანქციებმა, რომლიც მოსკოვმა შემოიღო ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერის პირველი ვიზიტია რუსეთში სოჭის ოლიმპიადის მერე.

XS
SM
MD
LG