Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინა რუსეთისთვის კვების პროდუქტების მიწოდებას გეგმავს


არგენტინის ოფიციალურ წარმომადგენელთა თანახმად, ვაჭრობის სფეროში მოსკოვში მოლაპარაკების დროს ისინი აპირებენ გაზარდონ რუსეთისთვის კვების პროდუქტების მიწოდება. რუსეთში აღარ შედის სურსათი აშშ-დან, ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა ქვენებიდან. არგენტინის სურსათის მრეწველობის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დანიელ ფუნეს დე რიოხამ განაცხადა, რომ არგენტინელები ხედავენ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ ხეირი ნახონ. სხვა ოფიციალური პირის თქმით, რუსეთში არგენტინის ექსპორტი გაიზრდება 20 პროცენტით. რუსეთმა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან გამართა მოლაპარაკება სურსათის მიწოდების თაობაზე მას მერე, რაც დასავლეთმა ხილის, ბოსტნეულის, ყველა სახის ხორცის, რძის პროდუქტის ასევე თევზის მიწოდება შეუწყვიტა.

XS
SM
MD
LG