Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დათანხმდნენ ერაყელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდებას


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში მსჯელობდნენ ერაყელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე. მათი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც სურთ იარაღის მიწოდება ერაყელი ქურთებისთვის, ამის უფლება აქვთ. ერაყის ჩრდილოეთში, ქურთულ პეშმარგას ჯარებს ბრძოლა უწევთ ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული ექსტრემისტული გაერთიანების მეომრებთან. ევროკავშირის მინისტრებმა გადაწყვეტეს, რომ საფრანგეთს, ბრიტანეთს, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკას, ასევე და გერმანიას შეუძლიათ მიაწოდონ ქურთ მეომრებს იარაღი, ტექნიკა და აღჭურვილობა. შეხვედრა მოეწყო პერიოდში, როცა გავრცელდა ცნობა ისლამისტების მიერ იეზიდთა და ქრისტიანთა, ასევე შიიტი და თურქომანული უმცირესობის წინააღდეგ სასტიკი ძალადობის შესახებ. ევროკომისია ერაყისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 22 მილიონი დოლარის გაღებას აპირებს. გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე აგზავნიან ჰუმანიტარულ ტვირთს ერაყში.

XS
SM
MD
LG