Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა და მარგველაშვილმა კვლავ გაცვალეს საყვედურები


საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განუცხადა. „9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად იწყება და მთავრდება კანონი, სად მთავრდება ვალდებულებები და ხელისუფლებების გამიჯვნა. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტეს ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორად. ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა", - განაცხადა მარგველაშვილმა. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნისთვის ერთი თვე. მარგველაშვილის თქმით, იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს.

XS
SM
MD
LG