Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს უკრაინის მიმართ „საშიში ქმედებების“ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს


აშშ მოუწოდებს რუსეთს, რათა შეწყვიტოს „უკიდურესად საშიში და პროვოკაციული ქმედებები“, რაც უკრაინის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. 15 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეიტლინ ჰაიდენმა გააფრთხილა მოსკოვი, კიევის თანხმობის გარეშე ნებისმიერის სახის სამხედრო ჩარევის დაუშვებლობაზე. ამასთან, თეთრი სახლი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს ინფორმაცია, გაანადგურა თუ არა უკრაინის არმიამ იმ სამხედრო კოლონის ნაწილი, რომელმაც, ზოგიერთი დასავლური მედია-საშუალების თანახმად, 15 აგვისტოს გადალახა უკრაინის საზღვარი.

XS
SM
MD
LG