Accessibility links

ერაყის ხელისუფლება ისლამისტების მიერ 80 იეზიდის დახოცვის შესახებ იუწყება


ერაყის ხელისუფლების ცნობით, ექსტრემისტულმა ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დახოცეს 80-ზე მეტი მამაკაცი, რომელთა შორის უმრავლესობა იეზიდები იყვნენ. თავდასხმა მოხდა ნინევიის პროვინციის სოფელ კოჩოში, სადაც ისლამისტებმა ხელთ იგდეს ტერიტორიის დიდი ნაწილი. როგორც ცნობილმა იეზიდმა კანონმდებელმა მაჰმა ხალიმ უთხრა სააგენტო ასოშიეიტედ პრესს ისლამისტებმა სოფელი ხელთ იგდეს 15 აგვისტოს, დახოცეს მამაკაცები, რომლებმაც ისლამის სჯულის მიღებაზე უარი თქვეს, ბავშვები და ქალები კი დაატყვევეს და მძევლად წაიყვანეს. იეზიდთა სამხედრო ჯგუფები, რომლებსაც მხარს უჭერს აშშ-ის ავიაცია, ერაყის სამთავრობო ჯარებთან ერთად განაგრძობენ ბრძოლას ისლამური სახელმწიფის მებრძოლების წინააღმდეგ, რათა დაღუპვისაგან იხსნან ათასობით იეზიდი და ქრისტიანი.

XS
SM
MD
LG