Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყში ჩავიდა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ერაყში იმყოფება, ბაღდადში ქვეყნის პრეზიდენტ ფაუდ მასუმის შეხვდა. ერთი დღით ადრე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ქურთთა სამხედრო ძალების იარაღის მომარაგების თაობაზე. ბაღდადში გამართული შეხვედრის თემაა ერაყის პოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოება, რასაც უკიდურესად ართულებს ასეულ ათასობით ლტოლვილი, რომელმაც გაქცევით უშველა თავს ისლამისტების მხრიდან მოსალოდნელ სასჯელს. როდესაც ქურთისტანის ავტონომიაზე საუბრობდა, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ არსებობს „ერაყის სტაბილურობის მთავარი ბასტიონის“ დაცემის საშიშროება.

XS
SM
MD
LG