Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა წმინდანად შერაცხა კორეელი მორწმუნეები


რომის პაპმა ფრანცისკემ სეულში გამართულ წირვაზე, რომელსაც ასეულ ათასობით კაცი ესწრებოდა, წმინდანად შერაცხა 124 კორეელი კათოლიკე, რომლებიც მათი რწმენის გამო დახოცეს. პაპმა, რომელიც ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება სამხრეთ კორეაში, ბრბოს მოუწოდა ნაკლებად იყვნენ მატერიალისტები და საკუთარი ქონება საზოგადოების ღარიბ ფენებს გაუნაწილონ. კორეელი მორწმუნეები, რომელთაგან ბევრი კონფუციანელი იყო, - მე-18, მე-19 საუკუნეებში სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ უარი არ თქვეს ქრისტიანობაზე.

XS
SM
MD
LG