Accessibility links

გასაჯაროვდა სააკაშვილის მიერ კოსმეტიკურ პროცედურებზე დახარჯული თანხები


2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პროცედურებზე 399 495 ლარი დაიხარჯა. როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, კერძოდ, ექსპრეზიდენტმა საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. ბოტოქსისა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად", - აცხადებენ პროკურატურაში. რაც შეეხება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასთან დაკავშირებით, უწყების განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომლებიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8 837 461 ლარი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს მოხმარდა. საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც.

XS
SM
MD
LG