Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთი ჯარისკაცები აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით ისლამისტებს უტევენ


ქურთმა ჯარისკაცებმა, რომლებსაც მხარს ჰაერიდან აშშ-ის ავიაცია უჭერს, შეტევა წამოიწყეს ისლამური სახელმწიფოდ წოდებული ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ. შეტევის სამიზნეს წარმოადგენს ჩრდილოეთ ერაყში მოსულთან ახლოს არსებული ქვეყნის უდიდესი კაშხალი, რომელზეც ექსტრემისტებმა 7 აგვისტოს დაამყარეს კონტროლი. ქურთი მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაურის გენერალ აბდელრაჰმან კორინის თქმით, 16 აგვისტოს „ქურთების ფეშმერგას დანაყოფებმა, ამერიკის ავიაციის მხარდაჭერით უკვე შეძლეს კაშხალის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლის აღდგენა“.

XS
SM
MD
LG