Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა და მოსკოვმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთის თაობაზე


კიევმა და მოსკოვმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთის თაობაზე, - ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმა გაავრცელა. ორგანიზაციის წარმომადგენლის პასკალ გუტატის თანახმად, „ორი ქვეყნის მთავრობებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ პროცედურებზე, რაც შესაბამისი ბადრაგის თანხლებით რუსეთის ჰუმანიტარული ქარავნის უკრაინაში შესვლას გახდის შესაძლებელს.“ თუმცა, კვლავინდებურად წარმოადგენს გამოწვევას უსაფრთხოების საკითხი, რასაც ორივე მხრიდან სჭირდება გარანტიები. გუტატის თანახმად, რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა გაიმართა დონეცკიდან 200 კილომეტრის დაშორებით, სადაც მოხდება კიდეც სატვირთო მანქანების შემოწმება.

XS
SM
MD
LG