Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელსა და პალესტინელებს შორის


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დათანხმდება ღაზაში ხანგრძლივ ზავზე, თუკი არ იქნება გათვალისწინებული ისრაელის მოთხოვნები უსაფრთხოების მკაცრი დაცვის თაობაზე. ეს განცხადება მან დღეს გააკეთა კაიროში, სადაც ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღაზის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენლის თქმით, პალესტინელები არ იტყვიან უარს საკუთარ მოთხოვნებზე, კერძოდ, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადის შეწყვეტის თაობაზე. უკანასკნელი საზავო შეთანხმება 18 აგვისტოს შეიძლება ამოიწუროს. როგორც იტყობინებიან, ღაზაში 8 ივლისს ვითარების მკვეთრად გამწვავებიდან დღემდე კონფლიქტს ორიათასამდე პალესტინელი და 67 ისრაელელი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG