Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამაბადში ათიათასობით დემონსტრანტმა მოითხოვა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის გადადგომა


კვირას პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ათიათასობით ადამიანი შეუერთდა საპროტესტო დემონსტრაციას, რომელსაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იმრან ხანი და სასულიერო პირი ტაჰირ ულ-ყადრი ხელმძღვანელობდნენ. დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის გადადგომა მოითხოვეს. შარიფმა ერთი წლის წინ გამართულ არჩევნებში ხმათა დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა და ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლა. ხანი, რომელიც წარსულში საერთაშორისო ვარსკვლავი იყო კრიკეტში, აცხადებს, რომ 2013 წლის მაისში გამართული არჩევნები, რომელშიც შარიფმა გაიმარჯვა, გაყალბებული იყო.

XS
SM
MD
LG