Accessibility links

logo-print

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ქურთებმა დაიბრუნეს მოსულის კაშხალი


ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მეამბოხეებთან ბრძოლებში ქურთების ფეშმერგის ძალებმა დაიბრუნეს მოსულის სტრატეგიული მნიშვნელობის კაშხალი. პარალელურად ერაყის სამთავრობო ძალები და სუნიტი არაბები მეამბოხეებს ბაღდადის დასავლეთით უტევენ. ქურთების ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ 17 აგვისტოს ფეშმერგამ აშშ-ის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით ხელში ჩაიგდო მოსულიდან 30 კილომეტრზე მდებარე ორი სოფელი. ამასობაში ბაღდადის დასავლეთით მდებარე პროვინცია ანბარში, უშიშროების ძალებმა და სუნიტი არაბების შეირაღებულმა დაჯგუფებებმა წინ წაიწიეს პროვინციის დედაქალაქ რამადის დასავლეთით. 15 აგვისტოს ოცდაათამდე სუნიტურმა ტომმა გამოუცხადა მხარდაჭერა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ წამოწყებულ კონტრიერიშს. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყსა და სირიაში დიდი ტერიტორიები ჩაიგდეს ხელთ. 200 ათასზე მეტმა ადამიანმა, ძირითადად იეზიდთა და ქრისტიანთა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელმა, მიატოვა სახლ-კარი.

XS
SM
MD
LG