Accessibility links

logo-print

ირანში მიწისძვრა მოხდა


18 აგვისტოს, გამთენიისას ირანის სამხრეთ-დასავლეთში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური უწყების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ აბდანანის სამხრეთ აღმოსავლეთით, 36 კილომეტრში, ერაყთან საზღვრის ახლოს იყო. მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის რეზა მორვარიდის ცნობით, არიან დაშავებულები და არის ზარალი. მიწისძვრა ირანში ხშირი მოვლენაა. გასული წლის აპრილში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრას 40 ადამიანი ემსხვერპლა. 2003 წლის დეკემბერში მიწისძვრამ გაანადგურა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ბამი. იმ დროს დაახლოებით 26 ათასი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG