Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიცია იძიებს მიგრანტის გარდაცვალების ფაქტს


ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს სატვირთო კონტეინერში მიგრანტის სიკვდილის გარემოებებს. ერთი გარდაცვლილი და 34 გადარჩენილი პირი ავღანეთის სიკჰების სათვისტომოს წარმომადგენელი აღმოჩნდა. თავდაპირველად პოლიციას ისინი ინდოელები ეგონა. მიგრანტთა ჯგუფი ლონდონიდან აღმოსავლეთით მდებარე პორტ „ტილბარი დოკსში“ 16 აგვისტოს ბელგიიდან მიმავალი გემის სატვირთო კონტეინერით ჩავიდა. ერთი გარდაცვლილი იპოვნეს, დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს გაუწყლოებისა და გადახურების დასაძლევად. მიგრანტთა შორის ერთიდან 12 წლამდე ასაკის 13 ბავშვი იყო. ბრიტანეთის პოლიცია იძიებს იმ სატვირთო მანქანის მარშრუტს, რომელმაც ავღანელებით დატვირთული კონტეინერი 15 აგვისტოს ბელგიის პორტში მიიტანა. ავღანეთის სიკჰების სათვისტომო 3000 პირისგან შედგება და კარგა ხანია. რელიგიური დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის სამიზნეა.

XS
SM
MD
LG