Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიაში დაარბიეს ებოლის საკარანტინო ცენტრი


ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ებოლის საკარანტინო ცენტრს. საერთაშორისო მედიის ცნობით, ინციდენტი შაბათს საღამოს მჭიდროდ დასახლებულ ვესტ პოინტის რაიონში მოხდა. საკარანტინო ცენტრი დატოვა სულ ცოტა 20-მა პაციენტმა, რომლებსაც აკვირდებოდნენ ებოლის ნიშნების გამოსავლენად. ლიბერიის ხელისუფლების ცნობით, საკარანტინო ცენტრიდან წაღებულია სისხლიანი ქვეშაგები, რაც ინფიცირების სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ლიბერიის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწის თანახმად, საპროტესტო აქციის მონაწილეები იმით იყვნენ უკმაყოფილო, რომ პაციენტები ცენტრში დედაქალაქის სხვა რაიონებიდან მიჰყავდათ. მეორე ვერსიის თანახმად, აქციის მონაწილეებმა ჩათვალეს, რომ ებოლა სიცრუეა და საკარანტინო ცენტრის დახურვას მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG