Accessibility links

ბათუმის აკვატორიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სამხედრო კრეისერი


საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის აკვატორიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სამხედრო კრეისერი "ველა გალფი." აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მე-6 ფლოტის კრეისერი მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ხომალდია. „კრეისერის ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. "ველა გალფის" ეკიპაჟის და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ამერიკის კრეისერის ეკიპაჟი დამთვალიერებლებსაც უმასპინძლებს და საქართველოს მთავრობის პატივსაცემად მიღებას გამართავს.

XS
SM
MD
LG