Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასანჟმა განაცხადა, რომ მალე დატოვებს ეკვადორის საელჩოს


„ვიკილიკსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ მალე დატოვებს ეკვადორის საელჩოს ლონდონში, სადაც ის უკვე 2 წელია, რაც თავს აფარებს. ასანჟმა ამის შესახებ 18 აგვისტოს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა დეტალები არ გაუმხელია. 43 წლის ასანჟს პატიმრობა ემუქრება, თუ ის საელჩოს დატოვებს. მან ეკვადორის საელჩოს თავი 2012 წლის ივნისში შეაფარა, რათა თავი აერიდებინა შვედეთში ექსტრადიციისგან, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. მან განაცხადა, რომ შიშობს, რომ შვედეთი მას ამერიკას გადასცემს, სადაც მას გაასამართლებენ 2010 წელს „ვიკილიკსზე“ გამოქვეყნებული მასალების გამო.

XS
SM
MD
LG