Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს დევნილთა კოლონას და მოკლეს ქალები და ბავშვები


ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა რაკეტები დაუშინეს ავტობუსების კოლონას, რომელსაც ქალაქ ლუგანსკიდან დევნილები გადაჰყავდა. უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა არაერთი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ლისენკოს თქმით სეპარატისტებმა გრადის ტიპის რაკეტები და ჭურვები დაუშინეს კოლონას და თქვა, რომ ეს შეიარაღება სეპარატისტებს რუსეთმა გადასცა. თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეი პურგინმა კი უარყო სეპარატისტების მონაწილეობა თავდასხმაში და განაცხადა, რომ მათ არ შეეძლოთ ჭურვების გაგზავნა იმ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილდებოდა კოლონა.

XS
SM
MD
LG