Accessibility links

logo-print

ცხელი აგვისტო თბილისში


19 აგვისტოს საქართველოში ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა კახეთში დაფიქსირდება და საშუალოდ 41 გრადუსი იქნება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსს მიაღწევს. თბილისში დარჩენილი მოსახლეობა სიცხისგან თავის დასაცავად სხვადასხვა გზას მიმართავს. ძირითადად ესაა კონდიციონერი ან ქალაქში არსებულ პარკებში გასეირნება. სინოპტიკოსების ვარაუდით, 19-20 აგვისტოდან საქართველოში ხანმოკლე წვიმებია ნავარაუდევი, მათ შორის თბილისშიც. წვიმების გამო თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 34-36 გრადუსამდე დაეცემა.

XS
SM
MD
LG