Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს არ სურს ბირთვული შეთანხმება „ყველაფრის ფასად“


თეირანის წარმომადგენელმა ბირთვულ მოლაპარაკებებზე, მაჯიდ თახთ-რავანჩიმ განაცხადა, რომ თეირანს არ სურს ბირთვულ სფეროში მუდმივი შეთანხმების მიღწევა „ყველაფრის ფასად.“ მან სააგენტო ისნას უთხრა, რომ თუ მეორე მხარე კეთილ ნებას გამოავლენს, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას 24 ნოემბრამდეო. ამ დღეს სრულდება ვადა, როცა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმება უნდა გაფორმდეს ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ასევე გერმანიას შორის, რასაც ირანისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება უნდა მოჰყვეს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელძღვანელ იუკია ამანომ, რომელიც თეირანშია, განაცხადა, რომ მან მასპინძლებისგან მოისმინა მტკიცე პოზიცია, რომ სურთ ბირთვული უთანხმოება მოგვარდეს. ამანოს თქმით, ირანი გამჭვირვალე ნაბიჯებს დგამს, და რომ მოელის ირანის უფრო ფართო თანამშრომლობას. შემდგომი შეხვედრა ამ სფეროში უნდა ჩატარდეს 16 სექტემბრამდე.

XS
SM
MD
LG