Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისურიში, ფერგიუსონში ორი პირი მოკლეს, 31 დააკავეს


აშშ-ის შტატ მისურის ქალაქ ფერგიუსონში ერთ კვირაზე მეტი ხანია გრძელდება არეულობა მას მერე, რაც პოლიციამ უიარაღო შავკანიანი თინეიჯერი მოკლა. წუხელ პოლიციამ დააკავა 31 პირი, როგორც თვითონ იტყობინება, მძიმე "სროლის პირობებში“. პოლიციის კაპიტან რონ ჯონსონის თქმით, ამბოხებულების მიმართ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, ასევე ხმოვანი ყუმბარები. არეულობის დროს მოკლულია ორი ადამიანი. ოთხი პოლიციელი დაშავდა. პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია. ქალაქში გამოცხადებული კომენდანტის საათი 18 აგვისტოს გაუქმდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოაცხადა ფერგიუსონში გენერალური პროკურორის, ერიკ ჰოლდერის ჩასვლის შესახებ. ის, სხვათა შორის, შეხვდება გამომძიებლებს, რომლებიც იკვლევენ შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობის საკითხს. ობამას თქმით, მას ესმის ვნებები და ბრაზი, რაც მოჰყვა მაიკლ ბრაუნის მოკვლას, მაგრამ ეს, მისი აზრით, არ უნდა იწვევდეს ძარცვას და პოლიციაზე თავდასხმას. ეს მხოლოდ დაძაბულობის გამწვავებას იწვევს.

XS
SM
MD
LG