Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში გაიმართება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


დღეს აზერბაიჯანში გაიმართება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების - ირაკლი ალასანიას, ისმეთ ილმაზის და ზაქირ ჰასანოვის - შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივად დაცვის საკითხებს. ირაკლი ალასანიას განმარტებით, შეხვედრის შედეგად გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგებიან კრიტიკული ვითარებისა და სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში ნავთობსადენების, გაზსადენების და რკინიგზის დასაცავად. „ეს მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვისკენ, არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი არ არის და პირიქით, მსგავსი შეთანხმებები დამატებით საფუძველს ქმნის რეგიონული სტაბილურობისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

XS
SM
MD
LG