Accessibility links

logo-print

„ველა გალფი“-ს ეკიპაჟი და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი წვრთნებს მართავენ


ბათუმის აკვატორიაში წვრთნებს მართავენ აშშ-ის კრეისერის, „ველა გალფი“-ს ეკიპაჟის წევრები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კვანტალიანის განმარტებით, თეორიული და პრაქტიკული სწავლება ითვალისწინებს ნატოს სტანდარტებით სიგნალის გადაცემას და ზღვაზე ერთობლივ მანევრებს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ხომალდია, რომლის ვიზიტი ადასტურებს ვაშინგტონის ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოს მსგავს პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. „ველა გალფი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 აგვისტოს დატოვებს.

XS
SM
MD
LG