Accessibility links

კარზაი საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუწოდებს, შეწყვიტონ კამათი


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, რომელსაც ვადა გასდის, მოუწოდა ამ ქვეყნის დაპირისპირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს, დაასრულონ კამათი არჩევნების შედეგებზე და ითანამშრომლონ, რათა გადაარჩინონ ქვეყანა ძალადობისა და ეკონომიკური დაცემისგან. კარზაიმ, 19 აგვისტოს, ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს, განაცხადა, რომ მთელი ქვეყანა მოელის, რომ არჩევნების შედეგები მალე გამოცხადდება. ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უშედეგო იყო, მეორე ტური კი გაყალბებებით აღინიშნა.

XS
SM
MD
LG