Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები დააკავეს


პაკისტანის პოლიციამ დააკავა 150 აქტივისტი, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები, რომელმა მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი. საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ, ოპოზიციის ლიდერი, იმრან ხანი და კონსერვატორი მუსლიმი სასულიერო პირი, ტაჰირ ალ ყადრი, უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. ხანმა მუქარა გამოთქვა, რომ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ისლამაბადის წითელ ზონაში შევიდოდნენ. ამ ზონაში უცხოეთის სახელმწიფოების საელჩოები და სამთავრობო შენობებია განთავსებული. უბანს პოლიცია და ჯარი იცავს. ყადრი და ხანი აცხადებენ, რომ ასეულობით მათი მომხრე იქნა დაკავებული გასულ დღეებში.

XS
SM
MD
LG