Accessibility links

ერაყის ჯარმა დაიწყო ოპერაცია თიქრითის დასაკავებლად


ერაყის არმიამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რათა ამ ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქიდან, თიქრითიდან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები განდევნოს. გეგმის მიხედვით, ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან უტევენ. ისლამისტებმა ქალაქი ივნისში დაიკავეს. აშშ-ის არმია საჰაერო მხარდაჭერას უწევს ერაყის ჯარს და ისლამისტების პოზიციებს ბომბავს. ისლამური სახელმწიფოს მეომრებმა დაიკავეს სირიის და ერაყის დიდი ნაწილი. გაეროს ლტოლვილთა უწყებამ დაიწყო ჰუმანიტარული ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში ნახევარ მილიონამდე ლტოლვილის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG