Accessibility links

logo-print

ინდოეთმა გააუქმა პაკისტანთან მოლაპარაკების გეგმა


ინდოეთმა გააუქმა პაკისტანთან მოლაპარაკების გეგმა მას მერე, რაც ისლამაბადს ბრალად დასდო საშინაო საქმეებში ჩარევა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განაცხადა 18 აგვისტოს მას მერე, რაც პაკისტანის ელჩმა დელიში გაამხილა, რომ აპირებს ქაშმირელ სეპარატისტებთან კონსულტაციებს. განცხადებით, ეს ქმედება ეჭვს იწვევს პაკისტანის გულწრფელობის მიმართ. პაკისტანმა ინდოეთის განზრახვას უწოდა „ჩავარდნა“. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მდივნები მომავალ კვირაში აპირებდნენ შეხვედრას და ოფიციალური დიალოგის განახლებას.

XS
SM
MD
LG