Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედროები: ღაზის სექტორიდან სამი რაკეტა გაიტყორცნა


ისრაელის არმიის თანახმად, სამი რაკეტა იქნა გატყორცნილი ღაზის სექტორიდან, რითაც დაირღვა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა. სამხედროთა თანახმად, სამივე რაკეტა დაეცა ღია მინდორში ქალაქ ბეერშებასთან. პრემიერმა ნეტანიაჰუმ დაუყოვნებლივ გასცა განკარგულება უპასუხონ სარაკეტო ცეცხლს. ისრაელმა ომი დაიწყო 8 ივლისს რათა ღაზიდან რაკეტების სროლა შეეჩერებინა. პალესტინელთა შორის დაბომბვას მოჰყვა დიდი რაოდენობით მსხვერპლი, დაიხოცა ორი ათასამდე ღაზელი, მათ შორის 300-მდე ბავშვი. ისრაელის მხრიდან დახოცილთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს. ისრაელმა და პალესტინელებმა 18 აგვისტოს კაიროში მიაღწიეს დროებით, 24 საათიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა მოხერხდეს მოლაპარაკების გაგრძელება ხანგძლივი ზავის დასადებად.

XS
SM
MD
LG