Accessibility links

logo-print

ისრაელის არმიის თანახმად, მან განახორციელა საჰაერო იერიშები ღაზის სექტორში სარაკეტო ცეცხლის საპასუხოდ.


ისრაელის არმიის თანახმად, მან განახორციელა საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორზე, იქიდან გამოტყორცნილი რაკეტების საპასუხოდ. 19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ისრაელი ადანაშაულებს ჰამასს ცეცხლის შეწყვეტაში და წერს, რომ ის ინარჩუნებს თავდაცვის და თავდასხმის შესაძლებლობებს რათა პასუხი გასცეს ახალ აგრესიას. ისრაელის თავდასხმა დაიწყო რამდენიმე წუთის შემდეგ მას მერ, რაც ღაზიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაიტყორცნა და დაირღვა ცეცხლის შეწყვეტა. არაფერია ნათქვამი მსხვერპლზე. ისრაელმა ომი დაიწყო 8 ივლისს რათა ღაზიდან რაკეტების გატყორცნა შეეჩერებინა. პალესტინელთა შორის დაბომბვას მოჰყვა დიდი რაოდენობით მსხვერპლი, დაიხოცა ორი ათასამდე ღაზელი, მათ შორის 300-მდე ბავშვი. ისრაელის მხრიდან დახოცილთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს. ისრაელმა და პალესტინელებმა 18 აგვისტოს კაიროში, ეგვიპტის შუამავლობით, მიაღწიეს დროებით, 24 საათიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა მოხერხდეს მოლაპარაკების გაგრძელება ხანგძლივი ზავის დასადებად.

XS
SM
MD
LG