Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ


პაკისტანში ათიათასობით დემონსტრანტმა გაარღვია ბარიკადები პარლამენტისაკენ მიმავალ გზაზე, პრემიერ-მნისიტრ ნავაზ შარიფის გადადგომის მოთხოვნით. პაკისტანელმა პოლიციელებმა კონტეინერებით ააგეს ბარიკადები, რათა დაეცვათ ე.წ. წითელი ზონა - პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის რაიონი, რომელშიც პარლამენტის, მთავრობისა და საელჩოების შენობები მდებარეობს. ამასთან, პოლიციას მიღებული აქვს დავალება, თავიდან აიცილოს ძალადობა. დემონსტრაციებს სათავეში უდგანან პაკისტანში სიდიდით მესამე ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმრან ხანი (წარსულში კრიკეტის ვარსკვლავი) და სასულიერო პირი თაჰირ ულ-ყადრი. საპროტესტო აქციების მიზნად ასახელებენ მთავრობის გადადგომას, კორუფციაში და არჩევნების გაყალბებაში ბრალდებით. პარლამენტისაკენ საპროტესტო სვლის დაწყებამდე პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ ჯარისკაცები განთავსდებიან დემონსტრანტების შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG