Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარები თიქრითში უტევენ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს


ერაყის ჯარები აცხადებენ, რომ წინ მიიწევენ ისლამისტი ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში". ჯარისკაცებმა საკვანძო მნიშვნელობის პოზიციები დაიკავეს თიქრითში - ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქში. სახელმწიფო მედიის ცნობით, მთავრობის ჯარებმა დაიპყრეს რეგიონის საბჭოს შენობა, იქიდან მეამბოხეების განდევნის შემდეგ. ჯარისკაცებმა დაიპყრეს ასევე უნივერსიტეტის რამდენიმე შენობა და მთავარი საავადმყოფო. თიქრითი ბაღდადიდან 140-მდე კილომეტრში მდებარეობს. ექსტრემისტებმა ივნისში დაამყარეს მასზე კონტროლი. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, რომელიც მან 18 აგვისტოს გააკეთა, ერაყელი და ქურთი მეომრების მიერ მოსულის კაშხლის აღება იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ექსტრემისტებთან ბრძოლაში. აშშ-ის სამხედრო ძალები საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ ექსტრემისტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG