Accessibility links

logo-print

ნახიჭევანში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები სამმხრივი შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მინისტრებმა ირაკლი ალასანიამ, ზაკირ ჰასანოვმა და ისმეთ ილმაზმა განიხილეს თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. როგორც ცნობაშია აღნიშნულია, მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებზეც და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს.

XS
SM
MD
LG