Accessibility links

logo-print

უკრაინის მედია იუწყება ლუგანსკში რუსეთის სამხედრო კოლონის შესვლის შესახებ


უკრაინის მედიის ცნობით, სამშაბათს ლუგანსში რუსეთის სამხედრო კოლონა შევიდა. ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ხელმძღვანელ დმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, კოლონაში 40-მდე მძიმე ჯავშან-ტექნიკა და ტანკი, აგრეთვე „გრადის“ ტიპის დანადგარია. ტელეარხ „საზოგადოებრივი ტელევიზიის“ კორესპონდენტის თანახმად, კოლონაში 150 ერთეული სამხედრო ტექნიკა და რუსეთის არმიის ფორმიანი დაახლოებით 1200 სამხედროა. დმიტრი ტიმჩუკმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ მოახერხა რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონამ უკრაინის სამთავრობო ძალების რკალის გარღვევა და ლუგანსკში შეღწევა. ლუგანსკის ოლქში სპეცოპერაციის სარდალმა იგორ ვორონჩენკომ მედიას დაუდასტურა, რომ სამი დღის წინ რუსეთის სამხედროებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი.

XS
SM
MD
LG