Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა უწყება იწყებს ერაყელი ქურთების ჰუმანიტარულ დახმარებას


გაეროს ლტოვლილთა უწყება ჩრდილოეთ ერაყიდან დევნილ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ოპერაციას იწყებს. 20 აგვისტოდან ოთხი დღის განმავლობაში ირბილში მყოფებს ჰაერიდან მიაწვდიან კარვებსა და სხვა საჭირო ნივთებს. მოგვიანებით, ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მოხდება საგზაო ტრანსპორტითაც - თურქეთიდან და იორდანიიდან. ერაყის ძალების ინფორმაციით, 19 აგვისტოს მათ წინ წაიწიეს და დაიკავეს მნიშვნელოვანი პოზიციები ქალაქ თიქრითში, რომელიც ბაღდადიდან 140 კილომეტრში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG