Accessibility links

logo-print

თურქეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ იქნება


თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა 19 აგვისტოს, ანკარაში გამართულ გამოსამშვიდობებელ მიღებაზე განაცხადა, რომ თურქეთის მმართველი - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მორიგი თავმჯდომარე ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ გახდება და ის იქნება თურქეთის მორიგი პრემიერ-მინისტრიც. თურქეთის ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თურქეთში პირველად ჩატარებულ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ერდოღანი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარეობას დატოვებს 28 აგვისტოს, მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ.

XS
SM
MD
LG