Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებოლის გამო მონროვიაში კომენდანტის საათი გამოცხადდა


ლიბერიის დედაქალაქში ებოლის ეპიდემიის გამო ღამით კომენდანტის საათი, მონროვიის მიმდებარე ტერიტორიაზე კი კარანტინი გამოცხადდა. პრეზიდენტმა ელენ ჯონსონ სერლიფმა 19 აგვისტოს განაცხადა, რომ კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით ღამის 9 საათიდან დილის 6 საათამდე გაგრძელდებოდა. ლიბერიის ინფორმაციის მინისტრმა ლუის ბრაუნმა განაცხადა, რომ შესამჩნევად გაუმჯობესდა ებოლით ინფიცირებული იმ სამი ექიმის მდგომარეობა, რომელმაც გასულ კვირაში ექსპერიმენტული წამლის „ZMapp"-ის“ მიღება დაიწყეს. ებოლით ინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანის სხეულიდან გამონადენ სითხეებთან კონტაქტით. მიმდინარე წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლით 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG