Accessibility links

logo-print

ქურთი მინისტრები ისევ ბრუნდებიან ერაყის მთავრობაში


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი აცხადებს, რომ ქურთი მინისტრები, რომლებმაც მთავრობა დატოვეს ნური ალ-მალიკის პრემიერ-მინისტრობის დროს, ისევ განაახლებენ კაბინეტში მუშაობას. ზებარი თვითონაც ქურთია და, საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ამბობს, რომ დაბრუნდა მთავრობაში საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგში. პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ გადადგება და მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ ჰაიდარ ალ-აბადის „ქვეყნის ინტერესების დაცვაში“. ნური ალ-მალიკიმ ქურთი ლიდერები გაანაწყენა მათი დადანაშაულებით, რომ თავშესაფრით ეხმარებიან ისლამური სახელმწიფოს წევრ ექსტრემისტებს. იუწყებიან ასევე, რომ ზებარიმ მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ბაღდადს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG