Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში, ბატალ ტაბაღუას სახლის ეზოში, მოხდა აფეთქება


სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბატალ ტაბაღუას სახლის ეზოში მოხდა აფეთქება. „აფსნიპრესის“ სააგენტოს ინფორმაციით, ტაბაღუა და მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან. როგორც სოხუმის პროკურატურა იუწყება, დაუდგენელმა პირმა ტაბაღუას სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საბრძოლო მასალის გამოყენებით ხულიგნობისა და სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლებით, თუმცა, სოხუმის პროკურატურის განცხადებით, ტაბაღუას თანამდებობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა ვერსიებიც განიხილება. 24 აგვისტოს აფხაზეთში გაიმართება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბმა დაგმო ტაბაღუას სახლის ეზოში მომხდარი აფეთქება და განაცხადა, რომ ასეთმა ფაქტებმა, შესაძლოა, ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG