Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დემონსტრანტებმა სცადეს პარლამენტისთვის ბლოკადის მოწყობა


პაკისტანში ათასობით დემონსტრანტი შეეცადა ბლოკადის მოწყობას პარლამენტისათვის, როცა იქ იმართებოდა დეპუტატების შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფთან, პოლიტიკურ კრიზისზე მოსალაპარაკებლად. მაგრამ დეპუტატებმა სხდომა შეწყვიტეს და შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვეს. პაკისტანის პარლამენტის შემდეგი სხდომა 21 აგვისტოსთვის დაინიშნა. ნათელი არ არის, დაესწრება თუ არა მას პრემიერ-მინისტრი, რომლის გადადგომასაც დემონსტრანტები მოითხოვენ. საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება ისლამაბადის ქუჩებში.

XS
SM
MD
LG