მსოფლიოში გმობენ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ექსტრემისტებს, რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია ამერიკელი ჟურნალისტის მოკვლის შესახებ. ექსტრემისტებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც, მათი თქმით, ასახავს თავის მოკვეთას ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოულისათვის ერაყში მეამბოხეების წინააღმდეგ აშშ-ის საჰაერო იერიშებზე საპასუხოდ. თეთრი სახლის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ვიდეომასალა ავთენთურია, მომხდარი აშშ-ის აღშფოთებას გამოიწვევს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, გერმანია მზად არის, იარაღი გაუგზავნოს ერაყელ ქურთებს "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვს დაპყრობილი ერაყსა და სირიაში.