Accessibility links

აშშ ადასტურებს ჟურნალისტის მოკვლის ამსახველი ვიდეოს ავთენთურობას


აშშ ადასტურებს ამერიკელი ჟურნალისტის მოკვლის ამსახველი ვიდეომასალის ავთენთურობას. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა ექსტრემისტებმა 19 აგვისტოს ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც, მათი თქმით, ასახავს თავის მოკვეთას ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოლისათვის ერაყში მეამბოხეების წინააღმდეგ აშშ-ის საჰაერო იერიშებზე საპასუხოდ. ჯეიმს ფოული 40 წლის იყო - საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის" და ინტერნეტპორტალ "გლობალპოსტის" კორესპონდენტი, რომელიც 2012 წლის ნოემბერში სირიაში დაატყვევეს. მსოფლიოში გმობენ „ისლამურ სახელმწიფოს“ ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობისათვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია მზად არის, იარაღი გაუგზავნოს ერაყელ ქურთებს, „ბარბაროსულ“ "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვს დაპყრობილი ერაყსა და სირიაში.

XS
SM
MD
LG