Accessibility links

logo-print

აშშ: სპეცდანიშნულების რაზმმა უშედეგოდ სცადა ტყვეების გათავისუფლება


ზაფხულის დასაწყისში აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა უშედეგოდ სცადა, გაეთავისუფლებინა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის ჯეიმს ფოული, რომლებიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თეთრი სახლის რამდენიმე მაღალჩინოსანმა, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ. პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაშემწემ ტერორიზმის საკითხებში ლიზა მონაკომ დაადასტურა, რომ სანქცია ტყვეების გასათავისუფლებლად ოპერაციის ჩატარებაზეთავად ობამამ გასცა. მაგრამ ოპერაციის არც დრო და არც ადგილი არ გამჟღავნებულა. მძევლების გასათავისუფლებლად, სირიის ტერიტორიაზე გადასხეს ათეულობით მედესანტე. მათ მძევლების მოძებნა ვერ მოახერხეს, მაგრამ იძულებული გახდნენ, ჩართულიყვნენ საბრძოლო მოქმედებებში, რომელთა მსვლელობაშიც მტრის რამდენიმე მებრძოლი მოკლეს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ისლამისტებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის კადრები. მას თავი მოკვეთეს. ისლამისტები იმუქრებიან კიდევ ერთი ამერიკელი ტყვის, სტივენ სოტლოფის მოკვლით თუ აშშ-ის ავიაცია არ შეწყვეტს მათი პოზიციების დაბომბვას.

XS
SM
MD
LG