Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებოლას მსხვერპლთა რიცხვმა 1350-ს მიაღწია


დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1350-ს მიაღწია. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, ბოლო ორი დღის მანძილზე გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონეში ებოლას ვირუსის 220 ახალი დადასტურებული და დაუდასტურებელი შემთხვევა დაფიქსირდა. ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში კარანტინის ზონაში ოთხშაბათს კვლავ არეულობა იყო. ოთხი ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა, როცა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, რათა შეეჩერებინათ ბრბო, რომელიც სამკურნალო ცენტრში შეჭრას ცდილობდნენ.

XS
SM
MD
LG