Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტი უარყოფს დემონსტრანტთა მოთხოვნებს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი 21 აგვისტოს საგანგებო მიმართვას გააკეთებს პარლამენტში და შეაფასებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. თუმცა, პრეზიდენტის გამოსვლამდე, პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად დაუშვებლად ცხადდება ნავაზ შარიფის გადადგომა და პარლამენტის დაშლა, თუკი ქუჩის პროტესტი ანტიკონსტიტუციურ ფორმებს მიიღებს. დემონსტრანტების ცალკეული ჯგუფებს, რომლებიც ისლამაბადში პაკისტანის პარლამენტის შენობის წინა არიან შეკრებილნი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმრან ხანი და პოპულისტი სასულიერო პირი ტაჰირ ულ ყადრი ხელმძღვანელობენ. მთავრობის ცნობით, მოლაპარაკების მეორე რაუნდის ოპოზიციის წარმომადგენლებთან ნავაზ შარიფის გამოსვლის შემდეგ გაიმართება. იმრან ხანი კი თავის მხრივ იმუქრება, რომ შტურმს განახორციელებს ნავაზ შარიფის ოფისზე, თუკი ის თანამდებობას არ დატოვებს.

XS
SM
MD
LG