Accessibility links

პაკისტანში მსხვერპლით დასრულდა შეიარაღებული თავდასხმა ნატოს ნავთობმზიდებზე


შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ პაკისტანიდან ავღანეთში მიმავალ ნატოს ჯარებისათვის განკუთვნილ ნავთობმზიდებს და დახოცეს ორი მძღოლი. თავდასხმა 21 აგვისტოს გამთენიისას მოხდა ხაიბერის უკონტროლო რაიონში, რომელიც ფეშავარიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ავღანეთ-პაკისტანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელები მოტოციკლზე ისხდნენ, მათ ჯერ ცეცხლი გაუხსნეს მძღოლებს, შემდეგ კი აალებადი ბომბებით ცეცხლი წაუკიდეს სატვირთო მანქანებს.

XS
SM
MD
LG